Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 34 საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი – სასაზღვრო კომისარი. 1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს − სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებას. |
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ article 34 საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი – სასაზღვრო კომისარი. . 2. სასაზღვრო კომისარი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა ნორმატიული აქტებით. 3. საკითხი, რომელსაც ვერ მოაწესრიგებს სასაზღვრო კომისარი, წყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დავების მშვიდობიანი მოგვარების წესებით. 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სასაზღვრო კომისარს და მის თანმხლებ ოფიციალურ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას აქვთ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული განსაკუთრებული სტატუსი. |