Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 251 1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას. 3. პარტიის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობის 10%-ს. 4. პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა. |