FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

article  8

პასუხისმგებლობა.
1. ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, აგრეთვე ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ დამატებით გონივრულ ვადაში სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის ან/და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავისუფალი ტურისტული ზონის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ შესაბამის მიწის ნაკვეთს უუქმდება თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები .