Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 8 მეწარმის რეგისტრაცია. 1. მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო. 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) დაცული მონაცემების რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების შესახებ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულად უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს. 3. რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელი. |
მეწარმეთა შესახებ article 8 4. მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტების ნამდვილობისთვის, მათი შინაარსის სისწორისა და შექმნის პროცედურების დაცვისთვის პასუხისმგებელია ამ კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, აღნიშნული მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნის უფლებამოსილების მქონე ორგანო. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და ამ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოებისთვის. 5. რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციის პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (შემდგომ − ინსტრუქცია) და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. მეწარმე წარმოშობილად მიიჩნევა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 7. მეწარმის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაშია მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განთავსებისთანავე. |