Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 6 ლიცენზირების პროცედურების გამარტივების განსაკუთრებული შემთხვევები. 1. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი არის განსაკუთრებულად სანდო ბანკი, კერძოდ, თუ მას აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალობის მაღალი დონე. 2. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკი მას ინდივიდუალურად განუსაზღვრავს იმ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის ფილიალმა ან შვილობილმა კომპანიამ უნდა წარადგინოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები. |