Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 122 სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან. 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ წინა ან უკანა მხარეს დამაგრებული ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 4. სატრანსპორტო საშუალების მართვა წყვილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 122 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) შესაძლებელია სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 122 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ნაწილში) ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს მიეცემა 10-დღიანი ვადა სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გასატარებლად. თუ სამართალდამრღვევს შესაბამისი საქმის განხილვამდე, დროებით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, აღნიშნული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების დღიდან. ამ ვადაში პირს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 122 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1-1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. 4. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან. 5. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290-1 და 290-2 მუხლებით დადგენილი წესით. |