Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 60 ხარისხის სტანდარტები. 1. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ: ა) STCW-ის კოდექსის A-I/8 ნაწილის დებულებათა შესაბამისად, დაწესებულების მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული, წვრთნასთან, კომპეტენციასთან, სერტიფიცირებასთან (მათ შორის, მეზღვაურისათვის საჭირო სამედიცინო მოწმობის დადასტურებასა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან) დაკავშირებული ყველა საქმიანობა მიმდინარეობდეს ხარისხის სტანდარტების სისტემის მეშვეობით, მუდმივი მონიტორინგის განხორციელებით, დასახული მიზნების მისაღწევად, ინსტრუქტორისა და შემფასებლის კომპეტენციისა და გამოცდილების ჩათვლით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებების სააგენტოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელების შემთხვევაში მას ჰქონდეს ხარისხის სტანდარტების სისტემა ; გ) განისაზღვროს სწავლების, წვრთნისა და მათთან დაკავშირებული კომპეტენციის სტანდარტების მისაღწევი მიზნები და დადგინდეს ცოდნის, აღქმისა და უნარების ის დონეები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის მოთხოვნების თანახმად ჩასატარებელი გამოცდებისა და შეფასების პროცესს. ეს მიზნები და მათთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები შესაძლებელია განცალკევებულად განისაზღვროს სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამისა და კურსისათვის და გავრცელდეს სერტიფიცირების სისტემის მართვაზედაც; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 60 დ) ხარისხის სტანდარტების გამოყენების სფერო გავრცელდეს სერტიფიცირების სისტემის მართვაზე, ყველა წვრთნა სა და პროგრამაზე, გამოცდებისა და შეფასების პროცესზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან მისი მეთვალყურეობით. ინსტრუქტორისა და შემფასებლისთვის საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს მეთოდებს, სისტემებს, კონტროლისა და ხარისხის შიგა უზრუნველყოფას დასახული მიზნების მისაღწევად. 2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და კომპეტენციის გამოყენებისა და შეფასების ღონისძიებები, აგრეთვე სერტიფიცირების სისტემის მართვის დამოუკიდებელი შეფასების პროცესი არა უმეტეს 5-წლიანი ინტერვალით განახორციელონ კვალიფიციურმა პირებმა, რომლებიც თავად არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებების განხორციელებაში , რათა დადგინდეს, რომ: ა) ხარისხის სტანდარტების სისტემამ მოიცვა STCW-ის კოდექსისა და კონვენციის ყველა შესაბამისი დებულება, მათი ცვლილებების გათვალისწინებით; ბ) შიგა მენეჯმენტის მიერ მიღებული კონტროლისა და ზედამხედველობის ზომები და შემდგომი ქმედებები შეესაბამება დაგეგმილ ღონისძიებებს , დოკუმენტურ პროცედურებს და ეფექტიანია დასახული მიზნების მისაღწევად; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 60 გ) ყოველი დამოუკიდებელი შეფასების შედეგი დოკუმენტურად აღნუსხულია და მიწოდებულია შეფასებულ სფეროზე პასუხისმგებელი პირებისთვის; დ) დროულად არის განხორციელებული ღონისძიებები ხარვეზის გამოსასწორებლად . 3. შეფასება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ყველა ცვლილებას, კონვენციისა და STCW-ის კოდექსის ცვლილებების შესაბამისად, რომელთა ძალაში შესვლის თარიღი უნდა იყოს IMO- ის გენერალური მდივნისთვის ინფორმაციის მიწოდების თარიღზე გვიანი. 4. კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო სააგენტოში დანერგილი ხარისხის მართვის სტანდარტების სისტემის პერიოდული შეფასების მიზნით ნიშნავს აუდიტორთა ჯგუფს, რომელიც შედგება არა უმეტეს 3 სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მქონე პირისგან, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ სააგენტოს როლი კონვენციასთან მიმართებით, მაგრამ თავად არ მონაწილეობენ შესაფასებელ საქმიანობაში. 5. შეფასების შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოითხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა ჩაბარდეს IMO-ს გენერალურ მდივანს STCW-ის კოდექსის A-I/7 ნაწილით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიში იგზავნება შეფასების დასრულების თარიღიდან 6 თვის ვადაში. |