FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  15

ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში.
1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა უვადოდ.
2. ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.
3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა   არეალში  გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში სხვა ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული.