FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  36

მტკიცების ტვირთი. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება უფლებამოსილ თანამდებობის პირსა და უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს შორის, კერძოდ:
    ა) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ასევე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი;
    ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით ხელი შეუწყოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში, აგრეთვე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან თანამშრომლობით ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული ყველა არსებითი ფაქტი.