Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 17 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება. 1. მარეგულირებელი ორგანო იღებს შეტყობინებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე. 2. მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინების ფორმა განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |