Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამრეწველო ემისიების შესახებ article 29 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. 2. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს. 3. ამ კანონის 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს დეპარტამენტი. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 5. დამრღვევმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შესაძლებელია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |