Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 15
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაგროვებითი ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის მიმართ ხორციელდება მოგების კაპიტალიზაცია და ეს მოგება განაწილებას არ ექვემდებარება; ბ) საშემოსავლო ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის კუთვნილი მოგება პერიოდულად ნაწილდება და ამ მოგების კაპიტალიზაცია არ ხორციელდება; გ) ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში; დ) ერთეულის მფლობელი − პირი, რომელსაც ეკუთვნის ერთეული (ერთეულები) საინვესტიციო ფონდში; ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი − ლიკვიდური ინსტრუმენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფულად ბაზარზე გამოიყენება და რომელთა ზუსტი ღირებულების დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა; ვ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც იურიდიული პირი არ არის; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ზ) ფილიალი − აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს; თ) კონტროლი − მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ; ი) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის კავშირი: ი.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით; ი.ბ) კონტროლის მეშვეობით; ი.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 კ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა; ლ) საზედამხედველო ორგანო − საქართველოს ეროვნული ბანკი; მ) უცხოური საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ნებართვა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას; ნ) საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი – საინვესტიციო ფონდი, რომელიც ავტორიზებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად; ო) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ლიცენზირებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად; პ) საინვესტიციო ფონდი − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ჟ) დახურული საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც არ შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს არა აქვთ უფლება, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციამდე მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; რ) ღია საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად; ს) ინტერვალური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ, და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ტ) პროსპექტი − ემისიის პროსპექტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ დეტალური ინფორმაცია; უ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია − დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ საკვანძო ინფორმაცია; ფ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება; ქ) უცხოური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; ღ) აღიარებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ აღიარებული უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში საჯარო შეთავაზება; ყ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 შ) შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების გასხვისების ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი მცდელობა აქტივების მმართველი კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით იმ საინვესტიციო ფონდის ერთეულებთან მიმართებით, რომელსაც იგი მართავს, ან საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით საკუთარ ერთეულებთან მიმართებით; ჩ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირებისთვის საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება; ც) კერძო შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნებისმიერი ისეთი შეთავაზება, რომელიც საჯარო შეთავაზება არ არის; ძ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (გარდა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდისა), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება; წ) ქოლგისებრი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეფონდად; ჭ) ქვეფონდი − ქოლგისებრი ფონდის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც კაპიტალის მოზიდვა, მართვა და აღრიცხვა ხორციელდება დამოუკიდებლად; ხ) დამოუკიდებელი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქოლგისებრი ფონდი ან ქვეფონდი არ არის; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ჯ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (შემდგომ − UCITS) − ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული ღია საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი მიზანია საჯარო შეთავაზების საფუძველზე მოზიდული კაპიტალის კოლექტიური ინვესტირება ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ლიკვიდობის მქონე სხვა ფინანსურ აქტივებში და რომელიც რისკის დივერსიფიკაციის პრინციპის საფუძველზე მოქმედებს; ჰ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვას (კოლექტიური პორტფელის მართვას) ახორციელებს; ჰ-1) ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიცენზირებულია საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ-2) რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ-3) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელზედაც უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ გასცა საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის საქმიანობის ნებართვა; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ჰ-4) აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია − უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანომ აღიარა საქართველოში ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით; ჰ-5) საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვა (კოლექტიური პორტფელის მართვა) − ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებიდან სულ მცირე ერთი ფუნქციის შესრულება; ჰ-6) ერთობლივი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელშეკრულებო სქემა, იურიდიული პირის შეუქმნელად; ჰ-7) საინვესტიციო კომპანია − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც იურიდიული პირი; ჰ-8) შერწყმა: ჰ-8.ა) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ჰ-8.ბ) ორი ან ორზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდების) მიერ, რომლებიც არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტენ, ყველა აქტივისა და ვალდებულების მათ მიერ ახლად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდისთვის ან მისი ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ; ჰ-8გ) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ვალდებულებების შესრულებამდე განაგრძობს (განაგრძობენ), იმავე საინვესტიციო ფონდის ქვეფონდისთვის, მის (მათ) მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდისთვის ან სხვა არსებული საინვესტიციო ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) წმინდა აქტივების გადაცემა; ჰ-9) სადამფუძნებლო დოკუმენტი − ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება; ჰ-10) სპეციალიზებული დეპოზიტარი − იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ასრულებს საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 2 ჰ-11) ჰოლდინგური კომპანია − ერთ ან რამდენიმე სხვა კომპანიაში წილის მფლობელი კომპანია, რომლის კომერციული მიზანია ბიზნესსტრატეგიის (ბიზნესსტრატეგიების) განხორციელება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით ან წილობრივი მონაწილეობით, რათა გაზარდოს მათი ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში, და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ჰ-11ა) ეს კომპანია მოქმედებს საკუთარი ინტერესებისთვის და მისი აქციები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; ჰ-11ბ) ამ კომპანიის დაფუძნების ძირითადი მიზანი არ არის ინვესტორებისთვის მოგების გენერირება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან საკუთარი შვილობილი კომპანიების გაყიდვით, რასაც ადასტურებს მისი წლიური ანგარიში ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია; ჰ-12) აქტივების წმინდა ღირებულება − ღირებულება, რომელიც გამოითვლება გაანგარიშების დროს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) აქტივების საერთო ღირებულებისთვის ამ საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) ვალდებულებების ჯამური ოდენობის გამოკლებით; |