Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 16 მესამე პირი/შუამავალი. 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე უნდა შეისწავლოს და უნდა განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/ შუამავალს აქვს სათანადო შესაძლებლობები, რათა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულოს. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 16 2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას გაითვალისწინოს ინფორმაცია მესამე პირის/შუამავლის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. აკრძალულია, ანგარიშვალდებული პირი დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომლის ადგილსამყოფელი, მართვის ადგილი ან/და ოპერირების ადგილი მაღალი რისკის იურისდიქციაშია. თუ მესამე პირი/შუამავალი იმავე ჯგუფის წევრია, რომლის წევრიც არის ანგარიშვალდებული პირი, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა საკმარისად ადეკვატურია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის შვილობილ საწარმოზე (შვილობილ ორგანიზაციაზე) ან ფილიალზე, რომლის ადგილსამყოფელი მაღალი რისკის იურისდიქციაშია, თუ ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 16 4. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი). ანგარიშვალდებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში მესამე პირმა/შუამავალმა დაუყოვნებლივ მიაწოდოს საიდენტიფიკაციო მონაცემების შემცველი და სხვა დოკუმენტების ასლები. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშვალდებული პირის სახელით მოქმედ აგენტზე ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელზე, რომლის ვალდებულებები მის მიერ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. აღნიშნული აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 16 6. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც მესამე პირის/შუამავლის ფუნქციას ასრულებს, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია, და დოკუმენტის ასლი კლიენტის თანხმობით გადასცეს სხვა პირს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება ზედამხედველობას. 7. ანგარიშვალდებული პირი, მისი სახელით მოქმედი აგენტი ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის განხორციელების ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. |