Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 17 კონფიდენციალურობის ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი. 1. მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, კრედიტორთა კომიტეტის წევრი, კრედიტორი, ექსპერტი ვალდებულია მესამე პირს არ გადასცეს ან პირადი მიზნებისთვის არ გამოიყენოს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე, რომლის ინტერესების დასაცავადაც მოქმედებს კონფიდენციალურობის ვალდებულება, თანხმობას განაცხადებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. კონფიდენციალურობის ვალდებულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ქონების შესწავლისთვის, მართვისთვის ან რეალიზაციისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებისას გამოიყენოს. |