Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შრომითი მიგრაციის შესახებ article 12 შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები. 1. საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეფუძნება. დაუშვებელია ამ შრომით ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანა, რომელიც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 2. თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არსებით პირობებთან ერთად უნდა მიეთითოს: ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი; ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია; გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში: |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 12 გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისთვის, უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისთვის (წარმომადგენლობისთვის, მუდმივი დაწესებულებისთვის) ან ინდივიდუალური მეწარმისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 12 დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა; ე) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმა და ოდენობა; ვ) შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში; თ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი თანხმდებიან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრული ვადით, წერილობით, ქართულ ენასა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე. |