FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 17

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
    ბ) (ამოღებულია - 22.12.2017, №1818);
    გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;
    დ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე − აეროდრომის/ვერტოდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი არე, სადაც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვის რეჟიმი;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

დ-1) აეროდრომის ექსპლუატანტი − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას  და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისთვის; დ-2)  ვერტოდრომის ექსპლუატანტი − იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ვერტოდრომის ექსპლუატაციას  და პასუხისმგებელია ვერტოდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვისთვის; დ-3) ვერტოდრომი – აეროდრომი ან ნაგებობის ზედაპირზე არსებული, დადგენილი ფართობი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის, აგრეთვე საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის, მგზავრის, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას;
    ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მფლობელი პირი;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი;
    ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაც დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით; ზ-1) ავტორიზაცია − უფლებამოსილება, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ენიჭება მაღალი რისკის კომერციული სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების)  მიზნებისთვის;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ზ-2) დეკლარაცია − ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება, რომელსაც იგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარუდგენს და რომლითაც აღნიშნული პირი თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას ადასტურებს;
    თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;
    ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნებისთვის; ი-1) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას ახორციელებს;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით;
    ლ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა − ფრენა, რომელსაც საჰაერო ხომალდი მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის სანაცვლოდ ან დაქირავებით ახორციელებს;
    მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

მ-1) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება, დაკვირვების ანანალიზის შედეგი, პროგნოზი ან სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელმეტეოროლოგიურ პირობებს ასახავს;
    ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს; ნ-1) პარაპლანი − საფრენი აპარატი, რომლის ცარიელი მასა ძრავის გარეშე არ აღემატება 70 კგ-ს, ძრავით − 115 კგ-ს, მფრინავის ან/და მგზავრის ჩასაჯდომი ეტლის წონა ძრავით არ აღემატება 300 კგ-ს, ხოლო საწვავის ავზის მოცულობა − 20 ლიტრს და რომლის საფრენი კონსტრუქციის კომპონენტია პარაშუტი; ნ-2) პარაპლანით კომერციული ფრენა − ფრენა, რომელიც ორადგილიანი პარაპლანით საზღაურის სანაცვლოდ ხორციელდება; ნ-3) პარაპლანით საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა − ფრენა, რომელიც ორადგილიანი პარაპლანით ხორციელდება და რომლის განმახორციელებელ მფრინავსა და მგზავრს აქვთ პარაპლანის მფრინავის მოქმედი მოწმობა;
    ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

პ) სააგენტოს სამართლებრივი აქტები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები; პ-1) საავიაციო დაბრკოლება – უძრავი ობიექტი ან/და მოძრავი ობიექტი ან მისი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სამუშაო მოედანზე, კვეთს აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირს ან აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირის მიღმა მდებარეობს და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჰაერნაოსნობას; პ-2) სამუშაო მოედანი − აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისთვის და მოიცავს სამანევრო არესა და ბაქანს (ბაქნებს);
    ჟ) საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან; რ) (ამოღებულია - 22.12.2017, №1818);
    ს) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მიზნების მისაღწევად ხორციელდება;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც მომსახურებას უწევს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;
    უ) სამოქალაქო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის, საერთო დანიშნულების ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის: უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მიზნებისთვის; უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ პირადი მიზნით და არა სატრანსპორტო ავიაციისა და სპეციალიზებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოების) მიზნებისთვის; უ.გ) სპეციალიზებული ავიაცია (საავიაციო სამუშაოები) − საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომელიც გამოიყენება როგორც პირადი, ისე კომერციული მიზნით, საავიაციო სამუშაოების (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები, აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა) შესასრულებლად;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ფ) სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგეს მის შესრულებას, და მთავრდება მის მიერ სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე; ქ) (ამოღებულია - 22.12.2017, №1818); ქ-1) საფრენი მოედანი − ხმელეთის ან წყლის ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მიღებისა და გაშვებისთვის და რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ხელოვნურსაფრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
    ღ) საფრენოსნო დავალება – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის თაობაზე;
    ყ) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასრულებს ავიაგადამზიდველის ან მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და არ მონაწილეობს საჰაერო ხომალდის მართვაში;
    შ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო;
საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  1

ჩ) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები;
    ც) საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;
    ძ) სახელმწიფო ავიაცია – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში;
    წ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდის მოძრაობა; ჭ) (ამოღებულია - 22.12.2017, №1818);
    ხ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალება – თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, პლანერი, საჰაერო ბუშტი, სამაშველო პარაშუტი, საფრენად განკუთვნილი სხვა საშუალება;
    ჯ) საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობისთვის არის პასუხისმგებელი;
    ჰ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასა − საჰაერო მოძრაობის ნაკადებისგადასანაწილებლად და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გასაწევად შექმნილი ტრასა; ჰ-1) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;