Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 22 თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა. 1. ძებნისა და დაკავების თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) ზუსტ მონაცემებს იმ პირის შესახებ, ვის მიმართაც შემოვიდა თხოვნა, ასევე მითითებას პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე; ბ) საქმის გარემოებების მოკლე აღწერას, ასევე ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მითითებას; გ) მითითებას, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული დაპატიმრების ბრძანება ან განაჩენი; დ) მითითებას, რომ პირის დაკავების შემთხვევაში, გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით იქნება წარდგენილი. 2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას. 3. დაკავებისას უნდა მოხდეს იმ საგნების ამოღება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, რომლებიც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დროს მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული. 4. დაკავების და მტკიცებულებათა ამოღების შესახებ ეცნობება უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვს გადაცემის შესახებ თხოვნის დაუყოვნებლივ გადმოგზავნას. |