Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 10 თავდაცვის ძალები. 1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. 2. თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ სამხედრო და სხვა ღონისძიებებს. 3. საქართველოს პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 4. თავდაცვის ძალები, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. 5. საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალები მოქმედებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. 6. თავდაცვის ძალების შექმნასა და აღმშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები. |