Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ article 6 გარდამავალი დებულებანი. 1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატურაში გამიჯვნა და საბოლოო დაზუსტება) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) ამოქმედებამდე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |