Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 10 კომერციული ბანკის საკუთრების უფლების, აქტივების, მფლობელობის სტრუქტურისა და ჯგუფის სტრუქტურის შეზღუდვა. 1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია: ა) ამ მუხლის 1-1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ კომერციული ბანკის წილი ჯამურად კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება; ბ) (ამოღებულია - 23.12.2018, №1895); გ) ამ მუხლის 1-1 პუნქტის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი წილი 20 პროცენტს აღემატება. ამ შემთხვევაში ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე აღნიშნული წილი კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 10 დ) მიიღოს საწარმოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. კომერციულმა ბანკმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და უნდა შეატყობინოს მას აღნიშნული საწარმოს საქმიანობის თაობაზე. თუ იმ საწარმოს საქმიანობა, რომლის წილიც მიიღო კომერციულმა ბანკმა, არ არის ამ მუხლის 1-1 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა, კომერციულმა ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები წილის გაყიდვისათვის. ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში კომერციულ ბანკს უფლება აქვს, წილი გაყიდოს არაუგვიანეს 1 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ გაგრძელდება, ჯამურად 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუ დასაკუთრებული წილის ოდენობა კომერციულ ბანკს ანიჭებს საწარმოს კონტროლის და მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილებას, მისი დასაკუთრებიდან მის გასხვისებამდე დაუშვებელია ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე საწარმოს მიერ ახალი, დამატებითი საქმიანობის დაწყება; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 10 ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება. 11. კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. 12. კომერციულმა ბანკმა ინვესტიციების საქართველოს ფარგლების გარეთ, უცხო ქვეყანაში განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის, შესაძლებლობას.“; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 10 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“–„ე“ ქვეპუნქტებში მითითებული წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვისგან. 21. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლებითაც იხელმძღვანელებს იგი კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. 3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 10 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეეხება კომერციული ბანკის იმ ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომლის ვინაობის დადგენაც ბანკს არ შეუძლია, ვინაიდან მის სასარგებლოდ ნომინალური მფლობელობა ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში განთავსებული და იქ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საკლირინგო ორგანიზაციების ან საერთაშორისო დეპოზიტარების მიერ. 5. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორს (აქციონერს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარ მესაკუთრეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციებს (წილს). 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის სტრუქტურის ან/და ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა/გამარტივება ან/და გამიჯვნა, თუ მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 7. კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელსაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლიცენზირების პირობებთან/კრიტერიუმებთან ბანკის შესაბამისობაზე, წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. |