FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

article  15

ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები.
1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
    ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
    ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
    გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

article  15

4.  ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის უზრუნველყოფისა და მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამ კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

article  15

6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად მუნიციპალიტეტები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.