FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  92

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში.
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება , გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით .
2. შესაძლებელია განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება .
3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%- ს , გარდა ამ კოდექსის 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებისა .
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები  (პროგრამის /ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის /ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  92

5. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოს .
6. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად .
62.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  92

7. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%- ს . აღნიშნული გადანაწილების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანომ უნდა აცნობოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.