Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგოეფექტურობის შესახებ article 21 ენერგოეფექტურობის წამახალისებელი დამატებითი ღონისძიებები მრეწველობაში. 1. მრეწველობაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საწარმოსთან ხელშეკრულება ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე. ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ენერგომომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 2. სამინისტრო აფასებს ნებაყოფლობითი შეთანხმების თაობაზე ხელშეკრულების დადებამდე საწარმოს მიერ შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ სამინისტრო შემოთავაზებულ სამიზნე მაჩვენებლებს დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, დააწესოს სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას განაპირობებს. 3. ნებაყოფლობითი შეთანხმების მხარე − საწარმო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს საქართველოს მთავრობის, მათ შორის, სამინისტროს, დახმარება ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს ნებაყოფლობითი შეთანხმების მომზადების საფუძვლები და ზოგადი დებულებები. |