Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ article 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა და გამოფენა. 1. საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მუდმივად აღმართულია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაზე, აგრეთვე იმ შენობაზე სადაც იმართება მისი სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაზე; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა გამოიფინება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებებზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების და დაცვის სხვა შემთხვევებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ. |