FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  56

სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა.
1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „A2“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  56

6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.
7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს ამ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან 1 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.
8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.
81. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.
82. „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  56

83. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
84. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.
10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  56

11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
12. ამ მუხლის მე-9−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.
14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  56

15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული, ამ მუხლით განსაზღვრული ეკვივალენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან/და დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.