Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 37 საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები. 1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს; ბ) სამინისტროში წარდგენილია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რაც ართულებს შესაბამისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატურად და სრულყოფილად განსახილველად. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განხილვა შეუძლებელია წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 37 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 თვეს, რომელიც აითვლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან. 6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების თაობაზე. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზი. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების გაგრძელების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების მიზეზი ეცნობება მისი მოთხოვნის საფუძველზე. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 37 8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. 9. იმ პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა, განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. 10. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში. 11. ამ კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამავე კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში პრიორიტეტულად განიხილება. |