Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამრეწველო ემისიების შესახებ article 30 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები. 1. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 2. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობები, რომლებზედაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვების მიღებას, შემდეგი ვადების მიხედვით: ა) ამ კანონის I დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 მარტამდე; ბ) ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2029 წლის 1 სექტემბრამდე; გ) ამ კანონის I დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 მარტამდე; დ) ამ კანონის I დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2030 წლის 1 სექტემბრამდე; ე) ამ კანონის I დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 მარტამდე; ვ) ამ კანონის I დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები − 2031 წლის 1 სექტემბრამდე. 3. ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული არსებული საქმიანობა, რომელზედაც არ არის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, საჭიროებს ამ კანონით დადგენილი წესით ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებას 2028 წლის 1 სექტემბრამდე. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 30 4. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა სააგენტოს წარმომადგენლების (საჭიროების შემთხვევაში, ასევე ექსპერტების) საქმიანობის განხორციელების ადგილზე გასვლა და მისი დათვალიერება. 5. არსებულ საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში დანართის სახით აისახება. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში გადახედოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და შეიტანოს მასში ცვლილება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს ენიჭება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებია და მისი დარღვევისთვის საქმიანობის განმახორციელებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევისთვის. |