Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 35 რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა. 1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებაზე. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში. 4. რესპუბლიკური ბიუჯეტი სრულდება შემოსულობებისა და გადასახდელების ცალკეული სახეობის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მიხედვით. 5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი უწყებები უზრუნველყოფენ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზებას. 6. რესპუბლიკური ბიუჯეტის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტები სრულდება საკასო მეთოდით. მიმდინარე რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გაცემის უფლებამოსილება წყდება საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 35 7. დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების ზევით გადახდაზე ვალდებულების აღება დაუშვებელია. 8. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადახდაზე ვალდებულების აღებისა და გადახდის განხორციელების უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული წესებით. 9. ასიგნებების ზევით ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მრავალწლიანი შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულებებისა. მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება შესაძლებელია მხოლოდ საშუალოვადიანი გეგმით მხარჯავი დაწესებულებისათვის/პრიორიტეტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრები მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შესაძლებელია საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული პარამეტრებისაგან განსხვავებული მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების აღება. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 35 10. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით. 11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადაცემული ფინანსური დახმარების ხარჯვაზე. |