Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 81 სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ. 1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ეს გადაწყვეტილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს. 3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ ის გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით. 4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. 5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს. 6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს: ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება; ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო; |
პენიტენციური კოდექსი article 81 გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება; დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და, თუ უნდა შეეფარდოს − რა ვადით; ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი. 7. თუ პირი რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაშია მხილებული, საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულ საკითხებს. 8. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს. |