Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 18 განმცხადებლის პასუხისმგებლობა. 1. თუ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, სასამართლო განმცხადებელს დააკისრებს პროცესის ხარჯებს, გარდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მომსახურების ხარჯისა, რომლის ანაზღაურება მოვალეს დაეკისრება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით განმცხადებელს დააკისროს შესაბამისი განცხადების შეტანით მოვალისთვის ან/და კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების შეტანის მიზანია კრედიტორისთვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელის შეშლა; გ) განცხადების შეტანის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირის უფლებების სხვაგვარად დარღვევა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო. |