FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  19

საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა. 1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს უსკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უსკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 17-მდე შეავსოს.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ასარჩევ საკონკურსო პირობებს, ვადებსა და წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  19

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის/პირების მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დანიშნული პირის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და მას უნდა დაერთოს:
    ა) 2 ფოტოსურათი;
    ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
    გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
    დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
    ე) შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე არა უგვიანეს მომდევნო დღისა აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  19

6. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლით დადგენილი საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზი.
7. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  19

9.  საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ინიშნება უსკოს თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №52-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 27 ივნისის კანონი №57-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ.