Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადვოკატთა შესახებ article 11 ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. 2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. 4. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. 5. საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი; ზ) სამოქალაქო სამართალი; თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. 6. სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; |
ადვოკატთა შესახებ article 11 დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. 7. სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი. 71. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს. 8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს. 9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. |
ადვოკატთა შესახებ article 11 10. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს). 11. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი აღნიშნული გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. |