Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 23 პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით. 1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება. 2. დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას; ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო; გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება. 3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება. |
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 23 4. დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ. 5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. |