FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  32

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა.
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული კომპეტენციაა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ წყლებსა და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საჰაერო სივრცეში ევალებათ საქართველოს თავდაცვის ძალებს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, როგორც საზღვრის დამცველებს, უწესდებათ შეღავათები.
5. (ამოღებულია - 22.12.2021, №1200)..