FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

თავდაცვის კოდექსი

article  11

თავდაცვის ძალების სახეობები და შემადგენლობა.
1. თავდაცვის ძალების სახეობებია: სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია.
2. თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
    ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა;
    ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;
    გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;
    დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საჰაერო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელება და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა;
    ე) სპეციალური ოპერაციების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა;
თავდაცვის კოდექსი

article  11

ვ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული რეზერვისა და სამობილიზაციო რეზერვის მართვა;
    ზ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − სამხედრო პოლიცია), რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსის IV თავით;
    თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება;
    ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა;
    კ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერის განხორციელება.
3. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან აგრეთვე:
    ა) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; ა.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; ა.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო;
თავდაცვის კოდექსი

article  11

ა.დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო;
    ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ბ.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ბ.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ბ.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ბ.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ბ.ე) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
    გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: გ.ა) საბრძოლო ან ობიექტების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები; გ.ბ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;
    დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
თავდაცვის კოდექსი

article  11

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეებზე ვრცელდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები.
5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში თავდაცვის ძალები თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული, განსხვავებული საშტატო სტრუქტურით.
6. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სუბიექტების სამხედრო მართვას ახორციელებს თავდაცვის ძალების მეთაური.
7. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს ურთიერთქმედების კოორდინირებულად განსახორციელებლად ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, მშვიდობიანობის დროს სამინისტროს კოორდინაციით გაცვალონ სათანადო ინფორმაცია, უზრუნველყონ ერთობლივი წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.