FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  30

ალტერნატიული ზრუნვის საფუძვლები.
1. სახელმწიფო ადგენს მინდობით აღმზრდელთა რეგისტრაციისა და რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების სალიცენზიო პირობებს და ბავშვზე ზრუნვის ერთიან სტანდარტებს.
2. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ალტერნატიული ზრუნვის ერთიანი სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილ ალტერნატიული ზრუნვის სტანდარტებს და უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, შემდეგ ძირითად საკითხებს:
    ა) ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სათანადო პროფესიულ კვალიფიკაციას, მათი შერჩევის კრიტერიუმებს, მათ პროფესიულ მომზადებას და მათზე ზედამხედველობას;
    ბ) ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების როლისა და ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრას და ამის შესახებ ინფორმაციის ბავშვისა და მისი ოჯახისთვის მიწოდებას;
    გ) ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში ბავშვის მხარდაჭერას მისი დაცვისა და საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, თუ მათი შენარჩუნება არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
    დ) ბავშვის კვების სტანდარტების შესაბამისად მისი კვების მაღალი ხარისხის უზუნველყოფას;
    ე) განათლების, მათ შორის, ფორმალური ან/და არაფორმალური განათლებისა და პროფესიული განათლების, ხელმისაწვდომობას;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  30

ვ) ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰარმონიული განვითარებისა და სპეციალური საჭიროებების უზრუნველყოფას;
    ზ) ბავშვის პირადი ცხოვრებისა და პირადი სივრცის პატივისცემას;
    თ) ბავშვის ძალადობისგან დაცვას, მათ შორის, ისეთი დისციპლინური მეთოდების აკრძალვას, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვისთვის ოჯახსა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას, მის წამებას, იძულებას, ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელის გამოყენებას;
    ი) ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სტიგმისგან დაცვას ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას და ალტერნატიული ზრუნვიდან გასვლის შემდეგ;
    კ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბავშვთან შეთანხმებით დანიშნულ სანდო პირთან ბავშვის დაუბრკოლებელ ურთიერთობას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში და რომელი სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების გამო შეიძლება დაირღვეს მის მიერ სანდო პირისთვის გამჟღავნებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  30

ლ) ბავშვისთვის იმ ეფექტიანი მექანიზმის ხელმისაწვდომობას, რომლითაც იგი შეძლებს ალტერნატიული ზრუნვის პირობების ან მისდამი მოპყრობის შესახებ შეტყობინებას ან საჩივრის წარდგენას. ეს მექანიზმი ალტერნატიული ზრუნვის მიმწოდებლისა და ზედამხედველი სახელმწიფო უწყებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა მიუკერძოებლად შეძლოს ეფექტიანი რეაგირება და ბავშვის ინტერესების დაცვა.
3. აკრძალულია ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას ბავშვის მიმართ ისეთი დისციპლინური ზომებისა და ქცევის მართვის მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის, ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებას, მშობელთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას ან სხვა სახის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.