Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საპატენტო კანონი article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი); ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს); ე) (ამოღებულია); ე-1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი; ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი); |
საქართველოს საპატენტო კანონი article 2 ვ-1) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ზ) (ამოღებულია); თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს; თ-1) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა; კ) საერთაშორისო განაცხადი – საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი; ლ) (ამოღებულია); მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) (ამოღებულია); |
საქართველოს საპატენტო კანონი article 2 პ-1) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს); პ-2) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში; ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა; რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება; |
საქართველოს საპატენტო კანონი article 2 ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია; უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო; |
საქართველოს საპატენტო კანონი article 2 ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი. ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო; ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია; ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერიტორიაზე; შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმოწერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს); ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი; |