Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 41 1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 2. ამ საკითხზე დასკვნის მომზადებისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 41 -1. 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომელმაც, მოსარჩელეთა აზრით, დაარღვია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 41 -2. 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღება იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 41 -3. 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავის ნორმათა დარღვევა. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 41 -4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. |