Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 136 1. თუ ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთი ჩაბარებულია არასწორი დასახელებით და მიღებისას გადამზიდავს არ შეეძლო გარეგანი დათვალიერებით ტვირთის თვისებების გარკვევა, მას უფლება აქვს, ვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერ დროს გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს იგი ტვირთის გამგზავნისათვის ზიანის აუნაზღაურებლად. 2. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს ყველა ზიანისათვის, რომელიც მან მიაყენა გადამზიდავს ან მესამე პირს ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთის გადაზიდვით. ასეთ შემთხვევაში ფრახტის უკან დაბრუნება არ ხდება, ხოლო თუ ტვირთის გაგზავნისას ფრახტი გადახდილი არ არის, გადამზიდავს უფლება აქვს მთლიანად გადაახდევინოს იგი. |