FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  17713

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა.
1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  17713

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.
2. დაუმორჩილებლობად მიიჩნევა სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობა ან/და სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  17713

3. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის ნივთში/ნივთიერებაში იგულისხმება ნივთი/ნივთიერება, რომელიც არ არის შეტანილი პენიტენციური დაწესებულების დებულების დანართით გათვალისწინებულ იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.