Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ article 5 დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი. 1. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია ხორციელდება ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა მიერ ამავე კანონით დადგენილი წესით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდით. დაფა-რული ფინანსური სახსრების ლეგალიზება ასევე შესაძლებელია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მისი საქართველოს ბანკებში გან-თავსების გზით 1%-იანი გადასახდელის გადაუხდელად. 1%-იანი გადასახდელი გადაიხდება დეკლარირებულ ფულად სახსრებზე და არაეკონომიკური დანიშ-ნულების უძრავ ქონებაზე. 2. პირი უფლებამოსილია: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის ბოლომდე საგადასახადო ორგანოებში წარადგინოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია და დეკლარირებული დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდის ქვითარი; ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული 3 თვის ვადაში ჩარიცხოს ფულადი სახსრები საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ვადიან ან შემნახველ ანაბრებზე ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულის შეტანით, ან საზღვარგარეთიდან საკუთარი ფულის გადმორიცხვით. |
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ article 5 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის შევსების მომენტისათვის პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომა-რეობა დაფარული ქონების (შემოსავლის) ჩათვლით. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მასზე ვრცელდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. 4. საგადასახადო ორგანო დეკლარაციასა და 1%-იანი გადასახდელის გადახდის ქვითარს წარდგენისთანავე ატარებს რეგისტრაციაში, დეკლარანტს უკან უბრნებს დეკლარაციისა და ქვითრის დამოწმებულ ასლებს და დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამის ცნობას. 5. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაციისას: ა) დეკლარაციის (ქვითრის) ასლის დამოწმება, დეკლარაციის (ქვითრის) რეგისტრაციაში გატარება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი ცნობა წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს; |
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ article 5 ბ) ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ფინანსური სახსრების საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში განთავსება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი საბანკო დოკუმენტი წარმოადგენს პირის მიერ ბანკში განთავსებული ფინანსური სახსრების ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს. 6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის, ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელად, ამ კანონით დადგენილი წესით ლეგალიზებულად ითვლება: ა) 1992 წლამდე რეგისტრირებული უძრავი ქონება, აგრეთვე 1992-2004 წლებში შეძენილი (აშენებული) უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 000 ლარს; ბ) ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანაბრებზე (ანგარიშებზე) განთავსებული ფიზიკურ პირთა ფინანსური სახსრები. 7. ლეგალიზებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსრულებელი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. |
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ article 5 8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ კანონის შესაბამისად ლეგალიზებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ნებისმიერი ფორმით რევიზია (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება). 9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმას, მასში შესატან აუცილებელ მონაცემებს, დეკლარაციის რეგისტრაციისა და შესაბამისი ცნობის ფორმას და გაცემის წესს, 1%-იანი გადასახდელის გადახდის წესს, იმ საგადასახადო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 3 თვის პერიოდს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით. |