Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 27 2. საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. 21. საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 27 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო. 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 27 ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს განათლების ყველა საფეხურზე: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომისა და მათი საჭიროების შესწავლის/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას; ბ) მომუშავე სპეციალისტებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან, მუშაობისთვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ article 27 გ) მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. 4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზედაც განხორციელდება: ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება; ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება. 5. საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის 2-1 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას. |