Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 19 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია. 1. მარეგულირებელი ორგანო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს: ა) რენტგენის დანადგარის (გარდა რკინიგზის სტაციონარული რენტგენის სკანერის და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა) გამოყენებით ბარგის კონტროლი; ბ) დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; გ) ოსტეოდენსიტომეტრიის რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება; დ) მეორადი რენტგენის გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობების გამოყენება; ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით (გარდა I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროებისა) ვაჭრობა; ვ) V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენება; ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება; თ) ქრომატოგრაფის გამოყენება; ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და გაზომვების ჩატარება; კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების ჩატარება. |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 19 2. მარეგულირებელი ორგანოსთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას განუსაზღვრელი ვადით ახორციელებს. 4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია. |