Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 36 საერთო კრება. 1. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო საზოგადოების ყველა პარტნიორს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა. 2. სამეწარმეო საზოგადოება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წლიური ბალანსის შედგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა ატარებს მორიგ საერთო კრებას. მორიგი საერთო კრების ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. 3. საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრების თავმჯდომარის არჩევამდე ან იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნა არჩეული, კრებას თავმჯდომარეობს მისი მომწვევი პირი, მომწვევი ორგანოს თავმჯდომარე ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ მომწვევი რამდენიმე პირია − მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებისგან წილისყრით განსაზღვრული პირი. 4. საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებისა და ორგანოებისთვის. 5. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც კანონით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააქციო საზოგადოების გარდა, საერთო კრების უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს ან დელეგირებულ იქნეს წესდების საფუძველზე. |
მეწარმეთა შესახებ article 36 6. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში საერთო კრების მიერ ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება იწვევს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების მიერ ამ ორგანოების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას, თუ ეს უფლება აშკარა იქნებოდა საერთო კრებისთვის წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის გულმოდგინედ შემოწმების შემთხვევაში. 7. საერთო კრების მოწვევის ამ კანონით ან/და წესდებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო. 8. საერთო კრების სათანადოდ მოწვევისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ამ კრების მომწვევი ორგანო. |