FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  183

მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „პირადი საკუთრება“ არის გარდაცვლილი პირის ნებისმიერი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
    ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე;
    ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე;
    გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე;
    დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა, რომელსაც გარდაცვლილი პირი საკუთარ ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებდა;
    ე) ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე;
    ვ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგზე, რომლის ოდენობა ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოდენობას აღემატება.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  183

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოიტანა მის მიერ ამ საკუთრებაზე უფლების მიღების მომენტიდან (მემკვიდრეობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მომენტიდან) არაუგვიანეს 2 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა. 5. პირადი საკუთრება შეიძლება შემოტანილ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში.
6. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანისას.