Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 98 საქონლის ნაწილობრივი დათვალიერება და საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღება. 1. საქონლის ნაწილობრივი დათვალიერების ან საქონლის ნაწილიდან აღებული სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ მთელ საქონელზე, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. 2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერების განხორციელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი გაშვებული არ არის ან საქონელი გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ მას არანაირი ცვლილება არ განუცდია. 3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნებისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა. |