FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

article  49

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში  საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება-მოვალეობები.
1. საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან:
    ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
    ბ) მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ:
    ა) იცხოვრონ და იმუშაონ რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;
    ბ) კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღონ სანდო და დროული ინფორმაცია ბირთვული და რადიაციული მდგომარეობის შესახებ.