Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგოეფექტურობის შესახებ article 23 3. თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების იმგვარი პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის სარგებელი ხარჯს აღემატება, სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარებას ან/და თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის განვითარებას; ბ) ნარჩენი სითბოსგან და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ენერგიის გამოყენებას. 4. ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებები განისაზღვრება გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 23 გათბობისა და გაგრილების სისტემების ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა. 1. ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამოქმედების შემთხვევაში სამინისტრო ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელის ოპერატორებთან თანამშრომლობით: ა) განახორციელებს თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას; ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განახორციელებს ხარჯეფექტურობის ანალიზს, როგორც გათბობისა და გაგრილებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და უპირატესი შესაძლებლობის განსაზღვრისთვის განსახორციელებელი დეტალური შეფასების ნაწილს. 2. ხარჯეფექტურობის ანალიზი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგეგმება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება და საჭიროა ამ დანადგარის, როგორც მაღალეფექტური კოგენერაციული დანადგარის, ხარჯეფექტურობის შეფასება; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 23 ბ) ხდება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის არსებული კოგენერაციული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ამ დანადგარის მაღალეფექტურ კოგენერაციულ დანადგარად გადაკეთების ხარჯეფექტურობის შეფასება; გ) იგეგმება 20 მგვტ-ზე მეტი შემავალი ნომინალური თბური სიმძლავრის სამრეწველო მოწყობილობის დამონტაჟება ან არსებითი განახლება, რომლის გამოსაყენებელი ტემპერატურის მქონე ნარჩენი სითბოს ათვისების ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნის შეფასებისთვის საჭიროა კოგენერაციის ან ამ მოწყობილობის ინდივიდუალური გათბობის სისტემასთან ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებთან მიერთების ხარჯეფექტურობის შეფასება; დ) იგეგმება ინდივიდუალური გათბობისა და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟება ან ხდება არსებულ გათბობის სისტემებში ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება ან არსებული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ახლოს არსებული სამრეწველო დანადგარებიდან ნარჩენებით წარმოებული სითბოს გამოყენების ხარჯეფექტურობის შეფასება. |