FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სოციალური მუშაობის შესახებ

article  51

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები.
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში:
    ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალური მუშაობის ჩატარების წესს;
    ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
    გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე;
    დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაობის სფეროში:
    ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს;
    ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე-4 კარის თანახმად, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ფუნქციებს;
სოციალური მუშაობის შესახებ

article  51

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას;
    დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს;
    ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან;
    ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს;
    ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში;
    თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
    ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს;
    კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს (სოციალურ მუშაკებს);
    ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში;