FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  12

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყე­ების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.
3. დაზიანებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერ­ბის გამოყენება დაუშვებელია.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება ამ კანო­ნის დარღვევით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შებღალვა იწ­ვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

article  12

5. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პო­ლი­­ტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერ­­ბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემ­თხვე­ვაში ისინი აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბს შეუზღუდავად იყენებენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.